სამეგრელოში, აბაშაში ორი ნიღბიანი პირი მამუკა ჩოჩიას ოჯახს თავს დაესხა.
თავდამსხმელებმა სამეგრელოს 7 რაიონის თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატიდან ამოღებული 200.000 ლარი წაიღეს. ფული ბანკის რეგიონალური მენეჯერის სახლში ინახებოდა.
როგორც ჩოჩიების ოჯახში აცხადებენ, ინკასატორმა დღის ბოლოს ათობით ათასი ლარის, ევროსა და დოლარის ბანკის საცავში შეტანა ვერ შეძლო, რადგან უქმე დღეები დაემთხვა და ფული სახლში წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ნიუპოსტი

