მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია საპატიმროდან გაათავისუფლეს

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია საპატიმროდან გაათავისუფლესრამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია საპატიმროდან გაათავისუფლეს.
ღოღობერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი და ირაკლი ჩხვირკია უდოს კომისიამ პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 10 იანვარს მიუსაჯა.