მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სკანდალურად ცნობილი „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, ბორის კაკუბავაა?

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სკანდალურად ცნობილი „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, ბორის კაკუბავაა?რამდენიმე დღის წინ, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ სკადალური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ბაბუა მისი შვილიშვილის იქ ყოფნის ფაქტის დაფარვას გაკრვეული თანხის სანაცვლოდ ითხოვდა. ამ საკთხთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაკითხეს და გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე ხელიც მოაწერინეს. ამგვარად, „ბაბუის“ ვინაობა მედიისთვის უცნობი დარჩა.

გაზეთმა „ვერსიამ“ ამ თემასთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა. როგორც გამოცემა წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში კარგად ცნობილი პიროვნება ბორის კაკუბავაა.

პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ქვისლი თენგიზ კალანდია, თავის ორ შვილთან ერთად, პროკურატურამ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მისცა, სწორედ სუბელიანის და კალანდიას სიმამრია ბორის კაკუბავა.

მომზადებულია გაზეთ „ვერსიის“ მიხედვით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავს