მკვლელობა ხორავაზე – ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

მკვლელობა ხორავაზე - ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა და დაცვის მხარე დაიწყებს მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას:

მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ისაუბრა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც საუბარია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში“, – აღნიშნა ადვოკატმა.