“პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირია”

"პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირია"“შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდა 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირი, რომლებიც დატოვებენ საპატიმროებს, ხოლო 9 პირს შეუმცირდება სასჯელის ვადა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ავრცელებს:

“შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდა 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირი, რომლებიც დატოვებენ საპატიმროებს, ხოლო 9 პირს შეუმცირდება სასჯელის ვადა.

მოძრაობის სახელით, გვინდა მივულოცოთ შეწყალებულ პირებსა და მათ ოჯახებს უსამართლოდ თავისუფლებააღკვეთილი ოჯახის წევრების სახლებში დაბრუნება. მადლობას ვუხადით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა/Giorgi Margvelashvili და შეწყალების საკითხთა კომისიას მათთვის თავისუფლების დაბრუნებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შეწყალების აქტი კიდევ უფრო მეტ კანონისმსხვერპლ ადამიანს შეეხება.

მედიამაილლ.გე