ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დაჯილდოვდა

ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დაჯილდოვდაპირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “Leader of the Year“ მფლობელია. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year” გადაეცემათ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე მყოფი კომპანიებს. ეს კომპანიები იშეირჩევიან სპეციალური კვლევის მიხედვით< რომელსაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით ქართული კვლევითი ჯგუფი G.P.G ატარებს.

ბრიტანეთში, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსზე პირველმა ქართულმა ვისკიმ Jimsher ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017 -ზე Jimsher დასახელებულ იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

იმედინიუსი