რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს

რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინესრუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები – „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით” – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი