სახელმწიფო 122 საწარმოს ფლობს – მათგან მოქმედი 42–ია

სახელმწიფო 122 საწარმოს ფლობს - მათგან მოქმედი 42–იასახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 122 საწარმოს ფლობს, თუმცა აქედან მოქმედი მხოლოდ 42–ია.
bm.ge- სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი ობიექტები შემდეგნაირად გამოიყურება: შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”; შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”; შპს “საქაერონავიგაცია”; შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია”; შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურო”; შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”; შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”;  შპს “თბილავიამშენი”; შპს “დემეტრე 96”; შპს “თერმული წყლები”; შპს “საქართველოს ფოსტა”, შპს “ბლექსი არენა ჯორჯია”.
ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აქტიურად ხორციელდება საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც საწარმოების პრივატიზებას გულისხმობს.
სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურში 2016 წელს – 171 საწარმო ირიცხებოდა, 2017 წელს – 128, 2018 წელს კი 122–ია..