საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძეს 9 წელი მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძეს 9 წელი მიუსაჯასაქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ორი ინსტანციის გადაწყვეტილება და დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ ექვსი წლის გატარება მოუწევს, რადგან მის მიმართ წარდგენილი მუხლი ამნისტირებულია, ცხრა თვე კი წინასწარ პატიმრობაში აქვს გატარებული.

ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ პროკურატურის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.

კოლეგიის წევრთაგან გადაწყვეტილებას ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ დაუჭირეს მხარი, ხოლო გიორგი შავლიაშვილი წინააღმდეგ წავიდა.

დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იმედინიუსი