სასტუმრო რედისონი წინანდალში სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება

სასტუმრო რედისონი წინანდალში სექტემბრის დასაწყისში გაიხსნებასასტუმრო რედისონი წინანდალში სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ალექსანდრე თოფურიამ განუცხადა. მისი თქმით, სამუშაოები უკვე დასკვნით სტადიაზეა.
5 ვარსკვლავიანი ,,რედისონ ბლუ წინანდალი“, კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება, რომელსაც ,,სილქ როუდ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს.

120 ნომრიანი სასტუმრო სოფელ წინანდალიში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და მასში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. “რედისონ ბლუ წინანდალი“, თბილისისა და ბათუმის შემდეგ ამ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში.

ბიზნესმედია