დღეს დამწვარი საწარმო „აწარმოე საქართველომ“ დააფინანსა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვ.მ.-დე ფართობი დაიწვა.
როგორც ქუჯაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

“დაიწვა დაახლოებით 2000-დან 3000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართი, სადაც ინახებოდა ხის მასალა. საწყობი მთლიანადაა დამწვარი. დაშავებული არ გვყავს. ხანძარი დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ქუჯაიძემ.

არსებული ინფორმაციით, საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული და ძაღლებისთვის ხის სადმოები მზადდებოდა.