სემეკი 2 შავი ფერის მანქანაში 126.000 ლარს იხდის

სემეკი 2 შავი ფერის მანქანაში 126.000 ლარს იხდისსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ორი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 126 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს.
ელექტრონული ტენდერი შესყიდვაზე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ე.წ. პირველი და მეორე კლასის ავტომანქანების შეძენა. პირველის ძრავის მოცულობა 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 კმ-ზე 15,5 ლიტრზე მეტ საწვავს არ უნდა მოიხმარდეს. მეორე ავტომობილის ძრავის მოცულობა კი 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და საწვავის საშუალო მოხმარება 8,5 ლიტრს არ აჭარბებდეს.

სატენდერო პირობებით, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ორივე ავტომობილი შავი ფერის იყოს. წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობაზე 31 მარტს იწყება.

ბიზნესმედია