სპეცოპერაცია თბილისში – დააკავეს არმაიზ გრიგორიანი და მისი ძმა, რომლებსაც 10.000 დოლარის გამოძალვას აბრალებენ

სპეცოპერაცია თბილისში - დააკავეს არმაიზ გრიგორიანი და მისი ძმა, რომლებსაც 10.000 დოლარის გამოძალვას აბრალებენ15 მარტს თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა – სამართალდამცავებმა ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე ორი პირი დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, არმაიზ გრიგორიანი, იგივე „მაისა“ და მისი ძმა.

„კურიერის“ სპეცოპერაცია თბილისში - დააკავეს არმაიზ გრიგორიანი და მისი ძმა, რომლებსაც 10.000 დოლარის გამოძალვას აბრალებენინფორმაციით, არმაიზ გრიგორიანის ძმა სამართალდამცავებმა აეროპორტის გზაზე დააკავეს.

გამოძიება დაკავებულებს, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და ასევე, თანხის გამოძალვას ედავება.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ერთ-ერთ პირს 10 ათას დოლარს სძალავდნენ.

არმაიზ გრიგორიანი იგივე „მაისა“ წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა და გარკვეული პერიოდი ე.წ. მაყურებელიც იყო.

“კურიერის” ინფორმაციით, ორივე მათგანი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები და ბრალს მათ ხვალ წარუდგენენ.

სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს გრიგორიანების ოჯახში, თუმცა, უცნობია, რა მტკიცებულებები ამოიღეს სახლიდან.

რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით, შსს-ში სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დაკავების საქმეზე ბრიფინგს ხვალ გამართავენ.

ფოტოები: დაკავების მომენტი; გრიგორიანების მამა

რუსთავი 2