„სამართლდამცავთ რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც კუპრავა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, სუს-ს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ იმ ინფორმაციას მიაწვდის, რომელიც მისთვის ყოფილი სპეცსამსახურელისგან გახდა ცნობილი. ამასთან, კუპრავა იმ ყოფილი ძალოვანის ვინაობასაც დაასახელებს, რომელიც მზადაა, გამოძებას დაეხმაროს.
„ხვალ, 12 საათზე დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სუს-ს მივაწვდი ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლის მხრიდან. მათ შორის, ყოფილი ძალოვანის ვინაობას, რომელიც მზად არის დაეხმაროს სპეც.სამსახურებს ფილიპ ხაჩიროვის და მისი ძმის ადგილსამყოფელის დადგენაში და მის ევაკუაციაში, ქართული მართმსაჯულებისთვის წარსდგენის მიზნით,“ – წერს კუპრავა.

