თბილისში „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს.
„ნიუპოსტს“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით მაშველებმა ცხედარი მტკვრიდან ამოიტანეს.
ადგილზე მაშველები და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.
მამაკაცი ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 70 წლის მამაკაცი მეთევზე იყო.
ის სახლიდან 45 დღის წინ სათევზაოდ გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე ნაპოვნია ანკესი და სათევზაო ინვენტარი.

