თემურ ჭყონია: „ჩვენ გვინდა მაინცდამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ “დამკაში”

თემურ ჭყონია: „ჩვენ გვინდა მაინცდამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ "დამკაში"“ადამიანებმა “გარაჟში” შექმნეს მილიარდები და ჩვენ გვინდა მაინდცამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ “დამკაში”,- ამის შესახებ “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ბიზნესმენებს ინოვაციური მიდგომები აკლიათ და გადმოაქვთ მსოფლიოში უკვე დანერგილი პროდუქტები, საკუთარს კი ნაკლებად ქმნიან.

– თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, რა შუაშია ბილ გეითსი და საქართველო… თუ ასე მივუდექით, არ დაიბადება ბილ გეითსი საქართველოში. ადამიანებმა “გარაჟში” შექმნეს მილიარდები და ჩვენ გვინდა მაინცდამაინც ჭოპორტის პომიდვრით გავიდეთ “დამკაში“ და ასე არ გამოვა,- აცხადებს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ბიზნესს უცხოეთიდან გადმოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები, ადგილზე კი შესაბამისი მუშახელი არ ჰყავს, რომელიც ამ ტექნოლოგიებს ეფექტურად გამოიყენებს.