ახალციხის მერიის 3 თანამშრომელი დააკავეს

ახალციხის მერიის 3 თანამშრომელი დააკავესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები – არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს.

შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა,  გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების  მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იმედინიუსი