ავღანეთში მესამე სქესი შექმნეს – მას კაცის ტანსაცმელი აცვია და არასოდეს ამბობს, რომ გოგოა

ავღანეთში მესამე სქესი შექმნეს - მას კაცის ტანსაცმელი აცვია და არასოდეს ამბობს, რომ გოგოაავღანეთში მესამე სქესი შექმნეს, ეს არის „ბაჩა პოში“, რაც ზუსტი თარგმანით ნიშნავს „ბიჭივით ჩაცმული“. ეს გოგონებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ და იმუშაონ ბიჭივით. ამ სტატუსით გოგონები გარკვეული პერიოდი სარგებლობენ და ამით ისინი ოჯახებს ეხმარებიან.სიტარა ვარფადა მალე 18 წლის ხდება, ის ოჯახში 6 გოგონადან მეხუთეა და სწორედ მას მოუწია ამჯერად ბიჭის როლის მორგება. ის კვირაში 6 დღე, დღეში 160 ავღანად (1,6 ევრო) ჯალალაბადის მახლობლად აგურის საწარმოში მუშაობს.

იმისთვის, რომ პრობლემები არ შეექმნეს, მას ავღანელი მამაკაცების ტრადიციული სამოსი „შალვარ კამიზი“ აცვია და არასოდეს ამბობს, რომ გოგოა.

მას შემდეგ რაც „ბაჩა პოშები“ სრულწლოვანებას მიაღწევენ ისინი კვლავ გოგონებად გადაიქცევიან, რათა დაქორწინდნენ. სიტარაც მალე ხდება 18 წლის და ის თავის „ბაჩა პოშის’ ადგილს თავის 13 წლის დას დაუთმობს.