ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ დაიწყოავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines-მა დაიწყო, რომელმაც პირველი ჩარტერული რეისი თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა.
ქართული ავიაკომპანია ბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება. წლის განმავლობაში კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად 10 მიმართულებით გაიზრდება.

ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება და წლის ბოლომდე კომპანიას 250 თანამშრომელი ეყოლება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ ახალი ქართული ავიაკომპანიის დაფუძნებით, ქართულ ავიაბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

_ ქართული ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური თუ ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. მივესალმებით, საქართველოში ახალი ქართული ავიაკომპანიის ოპერირებას, რომლის გუნდიც მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. კომპანიას აქვს სამწლიანი გეგმა. მისი მთავარი ამოცანაა სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1500-მდე გაზარდოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე,- განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა.

პირველი