ბათუმში, მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭი დაჭრეს.
სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დანით დაჭრეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ისიც არასრულწლოვანია.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

