ბათუმში 12 წლის მოზარდი მე-6 კლასელმა დაჭრა – ახალი დეტალები

ბათუმში 12 წლის მოზარდი მე-6 კლასელმა დაჭრა - ახალი დეტალებიბათუმში, 12 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, დაჭრილი ბიჭი დაინახეს და როგორც ამბობენ, ის მე-6 კლასელმა თანატოლმა დაჭრა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობს.

ერთერთმა მეზობელი იმასაც ამბობს, რომ ეზოში ბავშვები ხშირად იკრიბებიან, ძირითადად კი სიგარეტს ეწევიან. სიგარეტის მოსაწევან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზეგამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

იმედინიუსი