თბილისში, პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები.
ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაზის სისტემა ბინაში გამართული იყო, თუმცა თავიდან გაჩნდა ვარაუდი, რომ წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი სავარაუდოდ co-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

