ბიჭები იწვნენ და სისხლისგან იცლებოდნენ – შსს გ.ს.-ს და ა.ხ.-ს დაჭრაში ეჭვმიტანილს ეძებს

ბიჭები იწვნენ და სისხლისგან იცლებოდნენ - შსს გ.ს.-ს და ა.ხ.-ს დაჭრაში ეჭვმიტანილს ეძებსპარლამენტის შენობასთან 2 ახალგაზრდის დაჭრის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა:

“მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.”

ინფორუსთავის ცნობით, თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მათ დაინახეს ბიჭები, რომლებიც დაბლა იწვნენ და სისხლისგან იცლებოდნენ, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.