ბიზნესმენი ნიკოლოზ საკანდელიძე, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს, 2005 წლამდე შსს-ს სისტემაში მუშაობდა

ბიზნესმენი ნიკოლოზ საკანდელიძე, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს, 2005 წლამდე შსს-ს სისტემაში მუშაობდათბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვის.

imedinews-ის ინფორმაციით, საკანდელიძე 2005 წლამდე შსს-ის სისტემაში მუშაობდა.

50 წლის ნიკოლოზ საკანდელიძე, ამავე ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია.

“რეგინფოს” ცნობით, ნიკოლოზ საკანდელიძე 50%-იან წილს ფლობს შპს “აგრო ფერმაში”, ასევე 18.75%-იანი წილი აქვს შპს „ლუკა“-ში. ასევე წილები აქვს სხვა საწარმოებში.

ჟურნალისტ ნათია კუპრაშვილის თქმით, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

იმედინიუსი