ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილის თქმით, ჰომოფობი მშობლების გამო ხიდის ქვეშ ცხოვრობდა

ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილის თქმით, ჰომოფობი მშობლების გამო ხიდის ქვეშ ცხოვრობდაჩინელი მსახიობის ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილი ამბობს, რომ „ჰომოფობი მშობლების გამო“ ის და მისი შეყვარებული უსახლკაროები იყვნენ და ხიდის ქვეშ ცხოვრობდნენ.
18 წლის ეტა ნგმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ენდი აუთუმნიმ ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ამბობენ, რომ არ იციან როგორ მოიქცნენ, რადგან მშობლებმა და მეგობრებმა ზურგი აქციეს და მათ მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ.

„ჰომოფობი მშობლების გამო ერთი თვის განმავლობაში უსახლკაროები ვიყავით. ბევრჯერ გვეძინა ხიდის ქვეშ.

მივმართეთ პოლიციას, საავადმყოფოს და LGBTQ სზოგადოების თავშესაფრებს , თუმცა დახმარება ვერავინ შეძლო. თუკი რომელიმე სახელმწიფო უწყებას მივმართავთ, დაშორება მოგვიწევს.

ამჟამად არ ვიცით, რა ვქნათ. უბრალოდ ცხოვრება გვინდა, ხალხთან დალაპარაკება იმაზე, თუ რა ხდება. არ ვიცი, ვერ ვხვდები რა ხდება, ჩვენი დახმარება რატომ არავის შეუძლია“ – ამბობს ნგ.

ნგ ჯეკი ჩნას საყვარლისგან შეეძინა, მას ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია. ნგს დედა ელაინი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ქალიშვილმა სამსახური უნდა იშოვოს და სხვების დადანაშაულებას თავი დაანებოს.

რაც შეეხება ნგისა და ჯეკი ჩანის ურთიერთობას, გოგონამ ადრე Express-თან ინტერვიუში განაცხდა, რომ ჯეკი ჩანი მის ცხოვრებაში არასოდეს ასებობდა და ის მამად არასოდეს მიაჩნდა.

„ვერ ვიტყოდი, რომ მამაჩემია. ვიტყოდი, რომ მსახიობი ჯეკი ჩანია“ – განაცხადა გოგონამ.

ეტა ნგმა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე განცხადება გასული წლის ოქტომბერში განაცხადა. მალევე ინსტაგრამზე განაცხადა, რომ მისი პარტნიორი კანადელი გოგონაა.