ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ყოფილი რძლის ოჯახში რამდენიმე მამაკაცთან ერთად მივიდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. დაჭრილია ქალბატონის ახლანდელი ქმარიც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამარტლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნიუპოსტი

