15 მაისიდან გაზეთ ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება სერია ნამდვილი დეტექტივის წიგნი – დეშილ ჰემეთის მალტის შევარდენი.
ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი
მალტელ რაინდთა ორდენის მიერ ესპანეთის იმპერატორისთვის ნაჩუქარი უძვირფასესი განძი, ბრილიანტებით მოოჭვილი „შავი შევარდენი“, უამრავ პატრონს გამოიცვლის, მე-20 საუკუნის ამერიკაში აღმოჩნდება და თავის გზაზე სისხლიან ნაკვალევს დატოვებს.
ბოლომდე არავის სჯერა მისი არსებობის, მაგრამ ადამიანები მაინც დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს ამ ზღაპრული ნივთის ხელში ჩასაგდებად…