ნაპოვნი ბელები თბილისის ზოოპარკს გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  უწყებას  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ შეატყობინა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.

_ გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს, _ წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელები არ დაშავებულან და კარგად გრძნობენ თავს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მურა დათვის ბელები ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

ნეტგაზეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი