პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს.
ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ახალ დებულებაში. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ვარცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელის/თანამსესხებელის გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული და სესხით დაინტერესებულ პირს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს.
„როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლისგადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის”, – განმარტებულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, საბანკო სექტორში ახალი რეგულაციები 7 მაისიდან ამოქმედდა.
ამასთან ახალი რეგულავიის თანახმად, სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.