“პოლიციამ ანტიკვარი დაგვიმტვრია” – რას ყვება დაკავებულის დედა

"პოლიციამ ანტიკვარი დაგვიმტვრია" - რას ყვება დაკავებულის დედანარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული ერთი პირის სახლის ამსახველი ფოტომასალა  imedinews-ს დაკავებულის დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხრეკა ღამის 01:00 საათზე დაიწყო.

დაკავებულის დედა ამ ეტაპზე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი 29 წლის შვილი სახლიდან აიყვანეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

ქალბატონი ამბობს, რომ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთები და ანტიკვარული სურათები დაუზიანეს.