“პოლიციამ ძირს დაგვაწვინა და მერე გარეთ გამოგვყარა” – რა ხდებოდა კლუბ გალერიში

"პოლიციამ ძირს დაგვაწვინა და მერე გარეთ გამოგვყარა" - რა ხდებოდა კლუბ გალერიშიკაფე “გალერიში” სამართალდამცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც კაფეში მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შენობაში შესვლისთანავე სპეცდანიშნულების რაზმმა ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციამ კაფეში მყოფი ხალხი ძირს დააწვინა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ასე ჰყავდათ. შემდეგ კი, როგორც თვითმხილველი ამბობს, პოლიციამ შენობის დაცლა დაიწყო.

ამჟამად როგორც ცნობილია შენობაში პოლიციელების გარდა აღარავინ იმყოფება. კაფე “გალერის” სტუმრები მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებასბოლო პერიოდში გახშირებულ ნარკოდანაშაულს უკავშირებენ.