„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი” – მერია შპს “აიისა”-ს წინააღმდეგ

„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერია შპს "აიისა"-ს წინააღმდეგთბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე მსჯელობს.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა პრეზერვატივებზე დატანილი სახალისო სტიკერები არაეთიკური რეკლამა და ილახება თუ არა შედეგად ადამიანთა ცალკეული ჯგუფის უფლებები, როგორც ამას მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ამტკიცებს.

„აიისა-“ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელი მიზნად ისახავს მათი სიტყვისა და გამოხატულების შეზღუდვას.
შპს “აიისა”-ს ინტერესებს გიორგი მშვენიერაძე იცავს, რომელიც დაინტერესდა, ყვითელი ფერი, რომელიც ფონადაა დატანილი პრეზერვატივზე, იყო თუ არა პრობლემური და საზოგადოებისთვის მიუღებელი. რაზეც მერიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ “ყვითელი არის ზეციური ფერი, ისევე, როგორც ცისფერი. წითელ ფერი კი მეფეების მოსასხამის ფერია.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების გამოტანა 4 მაისამდე გადადო.

ნიუპოსტი