დღეს დილით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გირჩის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
– ჯაფარიძე გაიტაცეს უცნობმა შავნიღბიანებმა მშვიდობიანი აქციიდან, თავისუფლების მოედანზე. პირდაპირ ეთერში, ათასობით ადამიანის თვალწინ. მისი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია, – აცხადებენ „გირჩის“ პრესსამსახურში.

