ზვიად კუპრავა 10 დღით ციხეში ჩასვეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს აიყვანეს.

დღეს ზვიად კუპრავას სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი – 173-ე და 166-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, კუპრავა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ჯარიმის გამოწერის პროცესში მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსთავი 2