ნიდერლანდების პრემიერს ყავა დაეღვარა და იატაკი თვითონ მოწმინდა – ვიდეო

ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს, როდესაც დღეს პარლამენტში მიდიოდა, შესასვლელში ყავით სავსე ჭიქა დაეღვარა, რის შემდეგაც დასვრილი იატაკი თვითონ მოწმინდა.

პრემიერმინისტრის ქმედებამ დამლაგებლების ოვაცია გამოიწვია და მათ რუტეს ტაში დაუკრეს.

https://www.facebook.com/HollandaBuyukelciligi/videos/1729287213815675/