როგორ დაეცა მანქანას კლდიდან მოწყვეტილი დიდი ლოდი – ვიდეო

ჩინეთში, სიჩუანში ავტომობილს კლდიდან მოწყვეტილი დიდი ლოდი დაეცა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

Volkswagen-ის მარკის ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა. შემთხვევა მის უკან მიმავალი ავტომობილის კამერამ დააფიქსირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი გადარჩა, თუმცა მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი