კახეთში ყურძნის ჩაბარების სავარაუდო ფასი ცნობილია. სავარაუდოდ, ერთი კილოგრამი რქაწითელი 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავის ფასი 1.50 ლარი იქნება.
მართალია, ჯერ არ დაწყებულა იმ მოსავლის აღება, რომელიც სტიქიას გადაურჩა, თუმცა „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ღვინის 35 კომპანია უკვე დარეგისტრირდა ოფიციალურად. კომპანიები მევენახეებისგან ყურძენს ჩაიბარებენ.
რაც შეეხება ახმეტაში დაზიანებულ ყურძენს, ერთ-ერთმა ქარხანამ 90 ათასი ტონა მოსავალი უკვე გადაამუშავა და პროცესი სავარაუდოდ, 27 აგვისტოს დასრულდება.
18 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად, თელავში იუსტიციის სახლის სარდაფი დაიტბორა. ადილებულმა წყალმა დატბორა სახლები და სამეურნეო ნაკვეთები. განადგურდა ყურძენი. სეტყვის საწინააღმდეგოდ 200-მდე რაკეტა გაისროლეს.
ადგილობრივებმა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი დაკრიფეს და მისი ჩაბარება ახმეტის ღვინის ქარხანამ 20 აგვისტოს დაიწყო.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებდა. თუმცა სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებაზე სახელმწიფო 10 მილიონ ლარს დახარჯავდა.
19 აგვისტოს ლევან დავითშვილმა თქვა, რომ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებოდა.
იმედინიუსი

