ივანიშვილი – “მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ”

ივანიშვილი - "მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, შესაძლოა  მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ"„ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია.
„კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით.

არსად არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე საუბარი. ვნახეთ საზოგადოების რეაქცია, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ კანონპროექტი.
მეც ვმონაწილეობდი განხილვებში, რენტაბელობა ძალიან დიდია – 500%-ზე მეტი. ძალიან დიდი ობიექტური გათვლებია, რომ მილიარდის და მეტის ექსპორტი განხორციელდეს რამდენიმე წელში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, უზბეკეთი. რა თქმა უნდა, რომ შფოთვას, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, მოჰყვა ადეკვატური რეაგირება. თუ დავრწმუნდებით რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი საზოგადოების წინააღმდეგ არასდროს წასულა.
მარიხუანას წამროებას ამ მინზებით (სამედიცინო და კოსმეტიკური) მხარს ვუჭერდი, შეიძლება 2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ“, – ამბობს ივანიშვილი.