ივანე მაჭავარიანი – “საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა”

ივანე მაჭავარიანი - "საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა"ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა არის გამართული და ქვეყანა სწორ გზაზე დგას.

როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია როგორც პროცენტულად, ასევე ხარისხობრივად.ვფინანსთა მინისტრის მონაცემებით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ხარისხიანი ინვესტიციების მაჩვენებელი.

“ვისაუბროთ ტემპებზე. შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს პრეტენზიები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაკი მიზანი შორს არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზიდან უნდა გადავუხვიოთ, რადგან მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.