ქობულია – ”ლარი აბსოლუტურად სტაბილურია და ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს”

ქობულია - ”ლარი აბსოლუტურად სტაბილურია და ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს”ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით, ლარის კურსი კიდევ უფრო მყარდება და ეს პროცესი გაგრძელდება.
„ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად იქნება სტაბილური და კიდევ უფრო სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა მომავალი ორი თვის განმავლობაში იქნება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომ ჩვენ პრინციპში ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნიუპოსტი