ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზიპრეზიდენტობის კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მიმართ საზოგადოების ყურადღება ამ დღეებში განსაკუთრებით დიდია. რომელი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი ეს ზეგ გახდება ცნობილი.
გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიიდან, დიდ ინტერესს იწვევს მისი პირველი ქორწინება, ასეა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც.
პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს პირველი ოჯახი დანგრეული აქვს. გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა მაღალჩინოსნის ქალიშვილი ნატალია ალხიმოვა იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ნოდარი, თუმცა, 5 წლის იყო ბავშვი, როცა ნატალიას სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და მასთან ერთად ინგლისში გაიპარა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პირველი ქმარი ნიკოლოზ კოკი გურჯესტანი იყო. ის აქამდე არსად გამოჩენილა, გუშინ ღამით კი მისი სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ის მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ გორჯესტანი 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. ამის შესახებ ის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც სანდრო ნავერიანმა ჩაწერა.

კოკის ნამდვილი გვარი გუგუშვილია, „გორჯესტანი“ კი სპარსულად „საქართველოდან მოსულს“ ნიშნავს. მე-20 საუკუნის დამდეგს, კოკის მამა სპარსეთში წავიდა. ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები – ამან მიიზიდა. ნიკოლოზის ტახტიდან ჩამოგდებამ და საქართველოში წითელარმიელების შესვლამ კი მას საქართველოში დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა. მეორე რევოლუციამ კი, რომელმაც შაჰი დაამხო, იძულებული გახადა შვილებთან, ამერიკაში წასულიყო.

სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავთ.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესების გამო მიიღო.

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი„ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი.

რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. საჭირო გახდა, შესაფერისი ფორმა მომეძებნა ბავშვებისთვის, რომ რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა მეთქვა მათთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო. „- იხსენებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმრის, ნათესავის, მაია გუგუშვილის, განცხადებით, კოკი გორჯესტანი პროფესიით ეკონომისტია და ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში მუშაობს.

1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური პროგრამა, რომლის განხორციელებაც მთავრობამ ვერ მოახერხა.

სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი გუშინ გავრცელებულ წერილში წერს, რომ ისინი შვილებს ქართულ ტრადიციებზე ზრდიდნენ.

ნიკოლოზ-კოკი გორჯესტანი-გუგუშვილი ბოლოს საქართველოში გასულ ზაფხულს იმყოფებოდა.

მისი თბილისში ჩამოსვლის მიზეზი, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწინება გახლდათ. პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟმა ქორწილი, ყაზბეგში გადაიხადა, სადაც საქართველოდან და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, მათ შორის მამამისი ქართულ ეროვნულ სამოსში – ჩოხებში იყვნენ ჩაცმული.

სალომე ზურაბიშვილს ყოფილი ქმრის ნათესავებთან ახლო ურთიერთობა აქვს, რაც მათ სოციალურ გვერდებზეც ჩანს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარს, ის ჯანრი კაშია გახლდათ. ზურაბიშვილმა ჯანრი კაშია 1982 წელს გაიცნო, როცა კაშიამ საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

რეიტინგი