ემზარ ზურაბიშვილს ჭაბუა გუშარაშვილზე თავდასხმისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ემზარ ზურაბიშვილს ჭაბუა გუშარაშვილზე თავდასხმისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდაწყნეთში, რესტორან “წისქვილთან” მომხდარი ინციდენტის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს სასამართლომ 11 დეკემბერს გვიან ღამით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ემზარ ზურაბიშვილს საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

გამოძიების ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთი პირს.

შემთხვევა სამი დღის წინ რესტორან „წისქვილში“ მოხდა. ინციდენტის დროს 3  პირი ცივი იარაღით დაჭრეს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭითანავა.

რუსთავი 2