გურამ დონაძე – “მოსამართლე მგელიაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა… ზაზა ბაქრაძემ პოლიტპატიმრად მაქცია”

გურამ დონაძე - "მოსამართლე მგელიაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა... ზაზა ბაქრაძემ პოლიტპატიმრად მაქცია"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #9

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს აფა­სებს.

“2018 წლის 18 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე – და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთი უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. მგე­ლი­აშ­ვილ­მა, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი კა­ნონ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა და ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა. ამით კი, მისი, რო­გორც მო­სა­მარ­თლის, უვა­დოდ გამ­წე­სე­ბის გა­რან­ტია მი­ი­ღო. ე.წ. კრი­მი­ნალ­მა ზაზა ბაქ­რა­ძემ კი, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მა-გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, ცრუ ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი – ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად აქ­ცია”, – აცხა­დებს გუ­რამ დო­ნა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მსჯავ­რდე­ბულ­მა ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

ამბები