ლევან აღდგომელაშვილი – “ომეგას სიგარეტის საწარმო ისევ გაჩერებულია”

ლევან აღდგომელაშვილი - "ომეგას სიგარეტის საწარმო ისევ გაჩერებულია",,ომეგა ჯგუფის” სიგარეტის საწარმო კვლავ გაჩერებულია.

როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, „მდგომარეობა უცვლელია“.

,,წარმოება გაჩერებულია. საუბრები არის, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ არის; თუ და როცა ამუშავდება, ამას გაგაგებინებთ”, – განაცხადა აღდგომელაშვილმა.
დირექტორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება დადგეს კონკრეტული შედეგი.

შეგახსენებთ, ამჟამად, სიგარეტის მწარმოებელი ქარხანა ,,ოჯთ” გაჩერებულია.

13 დეკემბერს „ომეგა ჯგუფმა“ საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში საგანგებო განცხადებით მიმართა.

“ომეგა” სახელმწიფოს 1.5 მილიონი ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვას სთავაზობს, კომპანიის განცხადებით, მათ კეთილსინდისიერად შეასრულეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და 8 ნოემბერს ოქტომბრის თვის საგადასახადო ვალდებულება 550 ათასი ლარი დაფარეს. კომპანია სახელმწიფოს სთხოვს, რომ 1.5 მილიონი ლარის გადასხდის შემდგომ მას მიეცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ ოპერირება განაგრძოს.