შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებს და ამის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

