მღვდელი ზიმბაბვეში “სამოთხის ბილეთებს” 500 დოლარად ყიდდა

მღვდელი ზიმბაბვეში "სამოთხის ბილეთებს" 500 დოლარად ყიდდაზიმ­ბაბ­ვე­ლი მღვდე­ლი ტიტო ვოტ­სი და მისი ცოლი, ამან­და „სა­მო­თხის ბი­ლე­თე­ბის“ გა­ყიდ­ვის გამო და­ა­კა­ვეს – ერთი „ბი­ლე­თის“ ფასი 500 აშშ დო­ლა­რი იყო, ინ­ფორ­მა­ცია Egypt Today-მ გა­ავ­რცე­ლა.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ მღვდე­ლი და მისი ცოლი მრევლს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ბი­ლე­თის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სა­მო­თხე­ში გან­კი­თხვის გა­რე­შე მოხ­ვდე­ბოდ­ნენ. ამას­თან, ტიტო და ამან­და აცხა­დებ­დნენ, რომ ბი­ლე­თე­ბი „სუფ­თა ოქ­როს­გან“ იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მრევ­ლის ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით კი “სა­მო­თხის საგ­ზუ­რი” შე­ღე­ბი­ლი ხეა.

უოტ­სის მტკი­ცე­ბით, ბი­ლე­თე­ბი გა­სა­ყი­დად მას თა­ვად იე­სომ მის­ცა.

ცოლ-ქმა­რი ამ­ბობს, რომ აღე­ბუ­ლი ფუ­ლით სხვა პლა­ნე­ტა­ზე სურ­დათ გამ­გზავ­რე­ბა, სა­დაც კო­კა­ინს თა­ვი­სუფ­ლად მო­ი­პო­ვებ­დნენ. ამან­დამ აქვე დას­ძი­ნა, რომ ტყუ­ი­ლად ედა­ვე­ბი­ან, რად­გან ბი­ლე­თებს მისი ქმა­რი ყიდ­და.

ამბები