პეკინზე 2 მამაკაცი დაჭრეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

პეკინზე 2 მამაკაცი დაჭრეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალებიპეკინზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

ასევე, მრავლობითი ჭრილობებით არის მოთავსებული საავადმყოფოში მეორე მამაკაციც.

პეკინზე 2 მამაკაცი დაჭრეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

ქირურგი ლევან სუხიშვილი

„ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მას აქვს კისრის და გულ-მკერდის ჭრილობა, მაგისტრალური სისხლძარღვების და გულ-მკერდის ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაცია, მდგომარეობა არის მძიმე და ამჟამად მასთან ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული სამუშაოები მიმდინარეობს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მეორე პაციენტს ასევე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული,“ – განაცხადა ექიმმა ლევან სუხიშვილმა.

პეკინის გამზირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, გამთენიისას, დაჭრეს.

შემთხვევის შესახებ საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, რადგან არ იციან, ზუსტად რა მოხდა. მათი თქმით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს, ჩხუბის ხმა კი მათ არ გაუგიათ.

კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბი, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.

დაპირისპირება, სავარაუდოდ, საბურთალოს ქუჩაზე დაიწყო, სადაც ორი ახალგაზრდაა დაჭრეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

კურიერის ინფორმაციით, დაჭრილები პეკინის ქუჩაზე შევიდნენ და დახმარება ითხოვეს, სავარაუდო დამნაშავეებმა კი საბურთალოს ქუჩის დატოვება შეძლეს.

როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.