პეკინზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

პეკინზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალაპეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დრომდე უმძიმესი იყო.

ექიმების ინფორმაციით, ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პეკინის გამზირზე სისხლიანი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2