„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძლებულები არიან, TBC ბანკში საკუთარი წილები გაყიდონ.
“სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულნი არიან გაყიდონ ”ტი-ბი-სი” ბანკში თავიანთი წილები და მოლაპარაკებები დაწყებულია მყიდველებთან. საუბარია ამერიკულ ბანკ ”JP Morgan”-ზე და EBRD-ზე.
თუ ეს სიმართლეა, აღნიშნული ფაქტი ცდება საბანკო თემატიკას და უფრო სერიოზულ და საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
საკითხის მიშვნელობიდან გამომდინარე, ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია”- წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

