საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მ, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა რიკამ, გვატემალამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.